სახალხო დამცველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს და თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდნენ.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის მნიშვნელობაზე, სახალხო დამცველის პოზიციასა და ჩართულობაზე სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრების თვალსაზრისით, ასევე განიხილეს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებათა (ამიკუსის) გაზიარების საკითხებზე და უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმართა საქმეების სასამართლო განხილვის პროცედურებზე.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები