IDF: ღაზაში “შიფას” საავადმყოფო სრულ ალყაში მოაქციეს – 80-მდე ადამიანია დაკავებული

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქალაქ ღაზაში მდებარე “შიფას” ჰოსპიტალი სრულ ალყაშია მოქცეული, ისინი შენობის შიგნით მყოფ, “ჰამასის” წევრებს მოუწოდებენ, გამოვიდნენ და ჩაბარდნენ.

IDF-ის ცნობით, ამ დროისთვის 80-მდე ეჭვმიტანილია დაკავებული, მათი ნაწილი ტერორისტებად არის აღიარებული.

გარდა ამისა, “ჰამასის” რამდენიმე წევრი საავადმყოფოს ტერიტორიაზე სროლის შედეგად არის მოკლული, ისრაელის ერთი სამხედრო მსუბუქად დაიჭრა.

IDF დაზვერვამ აღნიშნა, რომ “ჰამასის” წევრები ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში მივიდნენ, რათა შენობა სამეთაურო ცენტრის სახით გამოიყენონ.

ისრაელის არმიის ცნობით, მიმდებარე რაიონში “ჰამასის” მიერ დატყვევებული მოქალაქეები, სავარაუდოდ, არ იმყოფებიან.

IDF მოუწოდებს მათ, ვინც “შიფას” საავადმყოფოს მახლობლად ცხოვრობს, ასევე, მეზობელი რიმალის რაიონის მაცხოვრებლებს – ალ-მავასის ე.წ. ჰუმანიტარულ ზონაში გადავიდნენ, რადგან სამხედროები რაიონში ახალ რეიდებს იწყებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები