მეუფე იაკობი – ლგბტ პროპაგანდაზე: პარტიებმაც თქვან – ემხრობიან თუ არა იმას, რომ საქართველოში ჩვენი წესებით უნდა ვიცხოვროთ
ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ლგბტ პროპაგანდის საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, საჭიროა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსებმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირონ.
„ქართველები ვართ და ნუთუ არ გვაქვს უფლება, რომ უცხოეთის ის წესები არ მოვიწონოთ, სადაც თურმე ბავშვი ან მამას გაუბრაზდება, ან რაღაც აზრი მოეწონება ბიჭი ტყვის, ბიჭი აღარ ვარო და ექიმმა უნდა გადაუწყვიტოს ეს. ვინ ეკითხება ექიმს ან ფსიქოლოგს ჩემი შვილი როცაა? საქართველოში ჩვენ ჩვენსას მივხედავთ.
პარტიებმაც გადაწყვიტონ და თქვან – ემხრობიან თუ არა იმას, რომ საქართველოში ჩვენ ჩვენი წესებით უნდა ვიცხოვროთ, თუმცა, მსოფლიოს რაც კარგი აქვს, ის ყველაფერი უნდა მივიღოთ. ჩვენ ხომ არავის ვჩაგრავთ, არავის დისკრიმინაციას ვეწევით, თუმცა სხვებსაც არ დავაჩაგვრინებთ თავს და არ მივიღებთ იმ წესებს, რაც უწესობაა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.