სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებითსურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გაააქტიურასახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებშიქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული  600-მდე ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი

პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნითმიმდინარეობს ნიმუშების აღებაშემოწმების დროსგანსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლოსამეურნეო პრეპარატების წარმოებისდაფასოებისმარკირებისშეფუთვისშენახვისა და რეალიზაციის პირობებს.

გააქტიურებული კონტროლის მიზანია უხარისხო სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის აღკვეთაამავდროულადმაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებადმნიშვნელოვანია ფერმერებმა დროულად ჩაატარონ  აგროსამუშაოებისწორად შეარჩიონ პრეპარატი და  დაიცვან მისი გამოყენების დოზა და ვადები“, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა მესხმა.

აღსანიშნავიარომ 2023 წელს შემოწმებული 600 ობიექტიდან 35 დარღვევა გამოვლინდა,  500-მდე გაიზარდა გამოსაკვლევი ნიმუშების რაოდენობასაიდანაც  2 დარღვევა დაფიქსირდა

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებთან მიმართებაში, 2019 წლიდან გამკაცრდა საკანონმდებლო მოთხოვნებისპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისთვის,  სავალდებულოა  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარებარაც გულისხმობს სანიტარიულჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები