შარლ მიშელი: მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, – წერს მიშელი X-ში.

ინფორმაციისთვის, რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები