ბელგოროდის გუბერნატორი: უკრაინელებმა ქალაქი გრაივორონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქის ქალაქ გრაივორონის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„ქალაქი გრაივორონი უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშ მოექცა. არის გარდაცვლილი. ის ჩვენი ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო“, – წერს გლადკოვი.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, ქალაქის ცენტრში სავაჭრო ობიექტები, კერძო საცხოვრებელი შენობები, ავტოფარეხები და ავტომობილები დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები