თუ რუსეთი მოიგებს ამ ომს, ევროპის სანდოობა ნულამდე დაიწევს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ევროპა უსაფრთხოდ აღარ იქნება.
„თუ რუსეთი მოიგებს ამ ომს, ევროპის სანდოობა ნულამდე შემცირდება. როგორი იქნებოდა ჩვენს მიწაზე ევროკავშირის ძალაუფლების სანდოობა, რომლის წევრებიც ამის საშუალებას მისცემდნენ? როგორ ფიქრობთ, პოლონელებს, ლიეტუველებს, ესტონელებს, ლატვიელებს, რუმინელებს, ბულგარელებს შეუძლიათ ერთი წამით მშვიდად დარჩენა? და მე არც კი ვსაუბრობ მოლდოვაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, დღეს ევროკავშირში არ არის და რომელსაც ორმაგი საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა მაკრონმა.