“ვორონეჟის თავზე ღამით 30-ზე მეტი დრონია განადგურებული” – გუბერნატორი
რუსეთის ქალაქ ვორონეჟის თავზე ღამით 30-ზე მეტი დრონი განადგურდა.
ამის შესახებ ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრე გუსევი აცხადებს.
მისივე ინფორმაციით, რიგ მუნიციპალიტეტებში მცირედით დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.
გუბერნატორის თქმით, ერთ-ერთ რაიონში კერძო სახლი და ელექტროქვესადგური დაზიანდა, კიდევ ერთ სოფელში – მაღაზიის სახურავი.
გუსევის თქმით, დაშავებულები არ არიან.