რუმინეთის პრეზიდენტი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კენჭისყრას აპირებს
რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე კენჭისყრას აპირებს.
„გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში“, – აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ორი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუმინეთი ნატოს წევრი გახდა, რომელიც 75 წელია დემოკრატიასა და თავისუფლებას ეწევა და პარტნიორთა ფართო ქსელს აშენებს.
მანვე დასძინა, რომ ალიანსის მთავარი ღირებულებებია კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა, რაც არის კომპასი, რომელიც ხელმძღვანელობს ყველას დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ.
„ნატოს ქოლგამ შემოგვთავაზა უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიები ისტორიაში“, – განაცხადა იოჰანისმა.
მისი თქმით, ევროპაში სამხედრო კონფლიქტი რეალობად იქცა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ნაკლებად სავარაუდო ჩანდა. ამასთან, მან რუსეთს ევროპის კონტინენტისთვის გრძელვადიანი საფრთხე უწოდა.
რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ ნატოს საზღვრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მისი აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერება გრძელვადიან პრიორიტეტად დარჩება.