მაკა ბოჭორიშვილი: სასამართლო ხელისუფლება არის სწორედ ხელისუფლების ის ერთ-ერთი შტო, რომლის დამოუკიდებლობა ნამდვილად არის ქვეყნის სუვერენიტეტის უმთავრესი საფუძველი

ოპოზიციის მიერ „ვეტინგის“ თემის წამოწევა ადასტურებს ეჭვებს, რომ მათ აქვთ სურვილი, გარკვეული გავლენები შემოიტანონ სასამართლო ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა დამოუკიდებლობა ნამდვილად არის ქვეყნის სუვერენიტეტის უმთავრესი საფუძველი.

„პირველ რიგში, ქვეყნის ხელისუფლებისთვის უმთავრესია ის, რომ საქართველოს სუვერენიტეტს არ შეექმნას არანაირი საფრთხე და საქართველომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და იყოს სუვერენული სახელმწიფო. ეს არის პირველი და მთავარი, რაც ჩვენი ხელისუფლების მიზანია ჩვენი მმართველობის პერიოდში.

სასამართლო ხელისუფლება არის სწორედ ხელისუფლების ის ერთ-ერთი შტო, რომლის დამოუკიდებლობა ნამდვილად არის ქვეყნის სუვერენიტეტის უმთავრესი საფუძველი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი საკითხი, რამაც შეიძლება კითხვის ნიშანი დასვას სასამართლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მიუღებელია. რაც შეეხება „ვეტინგის“ თემას, რომელიც წამოწიეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და თითქოს ეს არის იდეალური, რაც შეძლება საქართველოს სასამართლო სისტემაში მოხდეს, ეს ადასტურებს იმ ეჭვებს, რომ მათ აქვთ სურვილი, სასამართლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა კი არ იყოს უზრუნველყოფილი, არამედ გარკვეული გავლენები შემოიტანონ სასამართლო ხელისუფლებაში. ეს სათავისოდ მოახდენს გავლენას სასამართლო ხელისუფლებაზე და დააბრუნებს სასამართლო ხელისუფლებას იქ, სადაც ვიყავით 10-12 წლის წინ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები