თეა წულუკიანი: “ვეტინგის” სისტემა კატეგორიულად მიუღებელია

ე.წ. ვეტინგის სისტემა კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასდროს გაზიარებული არ იქნება”,- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ და სახელმწიფომ ე.წ. რეფორმების ბოროტი და დამაზიანებელი ეფექტები თავის დროზე გამოსცადა.

„ე.წ. ვეტინგის სისტემა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არასდროს გაზიარებული არ იქნება. ახლა უკვე თვალსაჩინოა, რომ მოცემული „ვეტინგის“ სისტემა საქართველოში უნდა შემოიტანოს კრიმინალმა, ზურაბ ადეიშვილმა, მისმა ყოფილმა მოადგილე წოწორიამ, რომელთაც უკვე შეაცდინეს ერთი ორი სხვა ქვეყანა და სავალალო შედეგი მოიტანა ამ ე.წ. რეფორმამ თუნდაც მოლდოვაში, სადაც მათ ეს ფანდი გაუვიდათ. ჩვენ უკვე ვიცით, ვინ არის ზურა ადეიშვილი. ჩვენმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ თავის თავზე გამოსცადა ამგვარი ე.წ. რეფორმების ბოროტი და დამაზიანებელი ეფექტები და ჩვენ სწორედ ამგვარ ფსევდორეფორმებს, იდეებს არ გავიზიარებთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები