ბექა ფერაძე: მიხეილ სარჯველაძე აქამდეც აქტიურად იყო ჩართული შრომის ინსპექციის საქმიანობაში

,,მიხეილ სარჯველაძე საპარლამენტო კომიტეტიდან აქამდეც აქტიურად იყო ჩართული შრომის ინსპექციის საქმიანობაში და ზოგადად, შრომისა და დასაქმების საკითხებში”, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის ახალ მინისტრთან ერთად მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

„აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. მისაღებია არაერთი ევროდირექტივა, რომელზეც მუშაობა გრძელდება და ერთობლივი ძალისხმევით, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი ეფექტი იქნება ჩვენი ქვეყნისა და თითოეული დასაქმებული ადამიანისთვის“, – აღნიშნა ფერაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები