ბექა ოდიშარია: მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი, მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ

“მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი, მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს მენეჯერული გამოცდილება აქვს.

“მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ. აქვს მენეჯერული გამოცდილება და ბეჯითი და დინჯი დამოკიდებულება, საკითხების სიღრმისეული შესწავლის უნარი. ამიტომ სარჯველაძე სწორედ იმით არის ძლიერი პოლიტიკოსი და მენეჯერი, რომ ის არ იჩქარებს. ცვლილებებს ჩაატარებს მეთოდურად, ანალიზზე დაფუძნებულად და არა დაჩქარებულად”, – განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები