ბექა ოდიშარია: დავით არახამიას უხამსი განცხადებები ახალი არ არის

მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.

“დავით არახამიას მავნებლური განცხადებები, მისი არაკვალიფიციური და მტრული დამოკიდებულება საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ ახალი არ არის.
ჩვენ უკრაინელ ხალხს და უკრაინულ სახელმწიფოს მხარს ვუჭერთ დღემდე და, სამწუხაროდ, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვაგრძელებთ ურთიერთობებს. არახამიას უხამსი განცხადებები ახალი არ არის, მას პასუხს ახლა არ გავცემდი. სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, მინდა, ძალიან მკაფიოდ გითხრათ, არახამიას უხამსი გამონათქვამები რომ არახალია, ამაზე მოგახსენეთ. სულ ახლახან იყვნენ ჩამოსული ამ დარგის ოფიციალური ხელმძღვანელები და კურატორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან, რომლებმაც ცალსახად თქვეს, რომ სანქციებიდან თავის არიდების საშუალება საქართველოში არის ნულის ტოლი“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

აღნიშნულს დავით არახამია გამოეხმაურა და აღნიშნა: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები