მიხეილ სარჯველაძე: უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან, გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილებების მიღება ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით მოხდეს

“უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან, გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის. მაქსიმალური გახსნილობა – ეს არის მთავარი მახასიათებელი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

რაც შეეხება გეგმებს, მინისტრი აცხადებს რომ გარკვეული დრო სჭირდება.

“ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ჩემთვის დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე და ასევე იმ ნდობიდან გამომდინარე, რაც ჩემს მიმართ არის. ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, უმნიშვნელოვანესი მისიით. ეს არის ყველაზე მეტად საჭირო დარგი, რომელიც ასევე ყველაზე მეტად მტკივნეულია.

უპირველესი ინსტრუქცია, რაც მიღებული მაქვს პრემიერისგან გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებული პირის. მაქსიმალური გახსნილობა – ეს არის მთავარი მახასიათებელი, რომელიც ჩვენი მუშაობისთვის იქნება დამახასიათებელი.

რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს – ამაზე, ალბათ, დამჭირდება დრო, რომ გავეცნო ყველაფერს, როგორია ცალკეულ საკითხებზე ხედვა”,- განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები