ირაკლი კობახიძე: ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე – კიდევ ერთხელ, საჯაროდ ვუხდი მადლობას იმ 12-წლიანი საქმიანობისთვის, რომელიც მან განახორციელა

,,ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო მას სახელმწიფოს წინაშე მრავალწლიანი სამსახურისთვის და წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ზურაბ აბაშიძეს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა იქამდე, ვიდრე ის პრემიერი გახდებოდა.

„ზურაბ აბაშიძე 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მიმართულებას, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობები. მე მას მადლობა გადავუხადე საჯაროდ და პირადად, ამ საქმიანობისთვის. თავად მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა იქამდე, ვიდრე მე დავინიშნებოდი საქართველოს პრემიერმინისტრად. შესაბამისად, ჩემს დანიშვნასთან არავითარი კავშირი ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას. მე მას გადავუხადე მადლობა და ახლა კიდევ ერთხელ, საჯაროდ ვუხდი მადლობას იმ 12-წლიანი საქმიანობისთვის, რომელიც მან განახორციელა“, – აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, აბაშიძე კი პრემიერის მრჩევლად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები