დავით მათიკაშვილი – ზურაბ ადეიშვილზე: ჩვენი ერისთვის ძალიან მძიმედ აღსაქმელია, რომ ეს ადამიანი ზის ევროკავშირის დედაქალაქში და კანონის უზენაესობაზე საუბრობს
ჩვენი ერისთვის ძალიან მძიმედ აღსაქმელია, რომ ეს ადამიანი ზის ევროკავშირის დედაქალაქში და კანონის უზენაესობაზე საუბრობს მაშინ, როდესაც მისი დანაშაულების კვალი ჯერ კიდევ ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ ევროპელი კოლეგები საქართველოს პროკურატურის მოთხოვნას ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით გაითვალისწინებენ.
„გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები ყურად იღებენ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნას და ამ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულ ადამიანებს გადმოსცემენ საქართველოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ გერმანიას და ბელგიას ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით მიმართა.