„თეთრი დროშის“ შესახებ რომის პაპის განცხადებების გამო, ვატიკანის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საგარეო უწყებაში ვისვალდას კულბოკასს განუმარტეს, რომ უკრაინაში იმედგაცრუებულნი არიან პაპის სიტყვებით, განსაკუთრებით კი „თეთრ დროშასთან“ დაკავშირებით.
„ასეთი მოწოდებები საერთაშორისო სამართლის ნორმების შემდგომი უგულებელყოფის წახალისებას ახდენს“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამავდროულად, კიევი წმინდა საყდრის მეთაურისგან მოელის „სიგნალებს მსოფლიო საზოგადოებისთვის ძალების დაუყოვნებლივ გაერთიანების აუცილებლობის შესახებ, რათა უზრუნველყოს სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე, ასევე მიმართოს თავდამსხმელს და არა მსხვერპლს“.
უკრაინაში რომის პაპის სამოციქულო დესპანს კიდევ ერთხელ შეახსენეს „მშვიდობის ფორმულა“ და უკრაინის სურვილი სურვილი, მიაღწიოს მშვიდობას, რომელიც სამართლიანი და გაეროს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული უნდა იყოს.