სტოლტენბერგი: უკრაინელების დანებებაზე საუბრის დრო არ არის, ეს მათთვის ტრაგედია იქნება, ჩვენთვის კი საშიში

NATO Secretary General Jens Stoltenberg gestures as he attends a press conference on the day of a flag-raising ceremony at NATO headquarters following the accession of Sweden to the alliance, in Brussels, Belgium March 11, 2024. REUTERS/Yves Herman

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, არ ეთანხმება რომის პაპის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინამ ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკება უნდა აწარმოოს.

„თუ ჩვენ გვსურს, მოლაპარაკების გზით გრძელვადიან სამშვიდობო გადაწყვეტას მივაღწიოთ, იქ მისასვლელი გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა Reuters-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ის, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე სიძლიერესთან.

„ახლა უკრაინელების დანებებაზე საუბრის დრო არ არის. ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება. ასევე საშიში იქნება ყველა ჩვენგანისთვის“, – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები