თამარ გაბუნია – სარჯველაძეზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომპლექსური სამინისტრო ბატონი მიხეილის მსგავსი გამოცდილების პირმა ჩაიბარა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძის დანიშვნას გამოეხმაურა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომპლექსური სამინისტრო, როგორიც ჩვენი სამინისტროა, ბატონი მიხეილის მსგავსი გამოცდილების, პროფესიული კომპეტენციების პირმა ჩაიბარა, რადგან ადამიანის უფლებათა კომიტეტის ფორმატში ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვქონდა. ბატონი მიხეილის ხელში გადადიოდა ყველაზე პრობლემური საკითხები, რომელიც ჩვენ, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური დასაქმებისა და, მათ შორის, დევნილთა სფეროებში გვქონდა. ვფიქრობ, მისთვის გამოწვევები, რაც სისტემაში რეალურად არსებობს, კარგად არის ცნობილი. რა თქმა უნდა, გაეცნობა ყველაფერს და შემდეგ, გვექნება იმის საშუალება, რომ გავიაროთ სხვა დანარჩენი საკითხები, რაც უკავშირდება ჯანდაცვის რეფორმას”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები