ირაკლი ზარქუა – ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე: გაყურსულები არიან ხელმოცარულები – ხმა რომ ამოიღონ, დაფინანსება შეუწყდებათ

“ჩუმად არიან, გაყურსულები არიან ეს ხელმოცარულები, პრობლემას თვალს ვერ უსწორებენ იმიტომ, რომ შემდეგ დაფინანსება შეუწყდებათ. როგორც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რომელიმე რადიკალი ოპოზიციონერი ხმას ამოიღებს, მაშინვე ისინი ამორიცხული იქნებიან იმ დაფინანსების წყაროებიდან, რაც მათ აქვთ, ამიტომ ხდება პოზიციების შეჯერება, როდის რა დაიწყონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაა.

“მე მინდა, ქართველ ხალხს ვუთხრა, ეს ხელმოცარულები ემზადებიან მორიგი რევანშისთვის, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, მიმდინარე პერიოდში. მიზეზს უამრავს მოგიძებნიან, მთავარი ერთი რამ ვიცით, მათი ამოცანა და მიზანი იქნება ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, ჩვენი ძალოვანი სისტემები, მთავრობა, შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ უკვე მარტივია “მეორე ფრონტის” გახსნაც და მერე მარტივია, რომ ჩვეულებრივად ომში შეიყვანონ ჩვენი ქვეყანა, ამის შემდეგ უკვე მარტივად დაემორჩილონ სხვისი ბრძანების, უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას. ეს მცდელობა არა ერთხელ ჰქონიათ, ჩვენ აღვკვეთეთ,” – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები