იაგო ხვიჩია: გვარამია-მელიას ერთობა არის პლატფორმა მიშასთან სავაჭროდ

გვარამია-მელიას ერთობა არის პლატფორმა მიშასთან სავაჭროდ, საარჩევნო სიაში ეფექტურად და ხვავიანად ჩასასმელად, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, გვარამია-მელიას გაერთიანება საარჩევნო ბარიერის გადასალახად არასაკმარისია.

„ის უნდა გაძლიერდეს, რომ ხმები არ დაიკარგოს. გაძლიერდეს „ნაცებთან“ შესვლით ან გაძლიერდეს სხვა პოლიტიკური მოთამაშეების დამატებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ერთიანდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები