შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიებში მაღალი ანაზღაურება იყოს
“მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიებში იყოს მაღალი ანაზღაურება, მათ შორის იმისთვის, რომ კომისიების დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმითვე, მმართველი გუნდი ამ პოლიტიკის გადახედვას არ აპირებს.
„რაც შეეხება სახელფასო პოლიტიკას დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიებში, აქ ახალი არაფერია. ეს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკა და მიდგომაა, რომ მნიშვნელოვანია, ამ სფეროებში იყოს მაღალი ანაზღაურება, მათ შორის იმისთვის, რომ კომისიის დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ამ პოლიტიკის გადახედვას არ ვაპირებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.