მთავრობის მეთაურმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარს პირველადი კონცეფციის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი მიზანია, შემოდგომიდან უკვე ავამოქმედოთ ეს სისტემა. მინიმუმ რამდენიმე ათას სტუდენტს უნდა მიეცეს რამდენიმეთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება საჯარო და კერძო სტრუქტურებში, თანამშრომლობის საფუძველზე. გვინდა, მაქსიმალურად გამართული იყოს ეს სისტემა. პირველი წელი იქნება საპილოტე და ვიზრუნებთ ამ სისტემის შემდგომ გაუმჯობესებაზე. იმისთვის, რომ პირველივე წელს ეს სისტემა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების და სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა, რომ ერთად მივცეთ მას საბოლოო სახე”, – აღნიშნა პრემიერმა.