“ამ ხელისუფლების პატივად უნდა ითქვას, რომ ავცდით კარს მომდგარ ქარტეხილებს, რომელიც ძალიან ახლოს იყო” – დავით მაღრაძე

ამ ხელისუფლების პატივად უნდა ითქვას, რომ ავცდით კარს მომდგარ ქარტეხილებს, რომელიც ძალიან ახლოს იყო, ძალიან ახლოს ჩაგვიარა და დიდი სიფრთხილითა და სიფაქიზით იყო სააზროვნო სივრცეც შესავსები და ურთიერთობები გადასარჩენი, – ამის შესახებ პოეტმა, დათო მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როდესაც სინათლე არ არის, გაზი არ არის, ტყვია გავარდნილია, ბავშვს შია და ასე შემდეგ, ვეღარ იცლი არჩევნებზე საფიქრელად. ასე, რომ ამჯერად წელს გააზრებული არჩევნები იქნება. ახლა ადამიანებს ფიქრის, არჩევანის საშუალება მიეცათ, სიტუაციის გააზრების საშუალება მიეცათ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან როგორღაც შემოთავაზებული ქარტეხილები არ შემოვუშვით ჩვენს საზღვრებში“, – აღნიშნა დავით მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები