მაკა სიამაშვილის ,,სასრული უსასრულოში -უსასრულო სასრულში”

   საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში მაკა სიამაშვილის გამოფენა სახელწოდებით: ,,სასრული უსასრულოში -უსასრულო სასრულში” გაიხსნება. დამთვალიერებელი ავტორის 30 ფერწერულ ნამუშევარს იხილავს, ხელოვანის მხატვრული მეტაფორებით გაჯერებულ ფერწერას, რომელიც მის მიერ აღქმული რეალობის ანარეკლია. მის ნახატებზე რეალობა მარადისობაში გადადის და პირიქით – მარადიულობა მოცემულ სიცოცხლეში ირეკლება.
მაკა სიამაშვილმა 1992წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი ილუსტრაციის განხრით. მუშაობს დაზგურ ფერწერაში. 1996 წელს მონაწილეობდა გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ გამოცხადებულ წიგნის ილუსტრატორთა კონკურსში. 2002 წელს მან მე-4 კლასის მშობლიური ენა დაასურათა. 2011 წელს მონაწილეობდა გამოფენაში: ალექსანდრე ყაზბეგის კავკასიური საგა მხატვართა თვალით, გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი. ,,სასრული უსასრულოში-უსასრულო სასრულში” მაკა სიამაშვილის პირველი გამოფენაა, რომელიც 14 თებერვალს, 17 საათზე გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის 30 ფერწერული ნამუშევარი. გამოფენა 22 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები