მამუკა მდინარაძე: ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება უნდოდათ და შემდეგ ხაზარაძის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი უნდა გამხდარიყო ცესკოს თავმჯდომარე – ჩვენ ამის საშუალების მიმცემ რეკომენდაციას არ გავითვალისწინებთ
უნდოდათ ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება და შემდეგ ხაზარაძის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი უნდა გამხდარიყო ცესკოს თავმჯდომარე. ჩვენ ამის საშუალების მიმცემ რეკომენდაციას არ გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დამოკიდებულება ნებისმიერი რეკომენდაციის მიმართ. ხომ გახსოვთ, როგორ იყენებდნენ წინა დღეებში ხაზარაძის პარტიის და ტელევიზიის წარმომადგენლები ელემენტარულ დათქმას ვენეციის კომისიიდან. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ 10 რეკომენდაციას, და, პირობითად, მეთერთმეტეს არ გავითვალისწინებთ, ამაზე გვაქვს ჩვენი ახსნა. მაგალითად, იმაზე, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციონერი უნდა იყოს, რაც ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის და ეს მაინც რეკომენდაციაში წერია, ჩვენ გვაქვს ახსნა, რომ რაც არსად არის ევროპაში, ჩვენ არ გავაკეთებთ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. საქართველოში ამას იყენებენ ბოროტი მიზნებისთვის. აღმოჩნდა, რომ დასაბულინგებელი კამპანია ხაზარაძის ტელევიზიას გამზადებული ჰქონია და ისიც კი იკადრეს, რომ გარდაცვლილი ადამიანის ბიოგრაფიაც კი გააყალბეს. ხომ ვნახეთ ეს ყველაფერი, ხომ ხელის გულზე დევს? ამ კამპანიით უნდოდათ ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება და შემდეგ ხაზარაძის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი უნდა გამხდარიყო ცესკოს თავმჯდომარე. ჩვენ ამის საშუალების მიმცემ რეკომენდაციას არ გავითვალისწინებთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს.