მიუხედავად პროტესტისა და ქუჩაში დაპირისირებისა, საბერძნეთმა განათლების შესახებ კანონი მიიღო
ბერძენმა კანონმდებლებმა ღამით საგანმანათლებლო რეფორმები დაამტკიცეს, რომლებიც უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საბერძნეთში ფილიალების გახსნის საშუალებას აძლევს, რამაც ქვეყანაში ფართო პროტესტი გამოიწვია.
კანონს მხარი 159-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 129 წინააღმდეგი იყო. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება შუაღამემდე გადაიდო სამი დეპუტატის გამო მცირე მემარცხენე პარტიიდან, რომლებიც ისხდნენ და სწავლობდნენ კანონპროექტის დაბეჭდილ ასლებს ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ რაც სხვებმა ხმა მისცეს და სახლებში წავიდნენ.
კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, რომელიც პარასკევს საღამოს დაიწყო და შუაღამის შემდეგ დასრულდა, მომიტინგეები თავს დაესხნენ პოლიციას პარლამენტის წინ და „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს.
პოლიციამ რამდენიმე ათეულ აგრესიულად განწყობილ დემონსტრანტს ბრალი წაუყენა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოს განცხადებით, დაშავდა ცხრა მოქალაქე და შვიდი პოლიციელი, ხოლო დაკავებულია 3 დემონსტრანტი. მათივე ცნობით, გასულ ღამეს პარლამენტთან 18 ათასი მოქალაქე იყო შეკრებილი.