მაკრონს სურს, რომ აბორტი ევროკავშირის დონეზე უფლებად იქცეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მას სურს, ევროკავშირმა უზრუნველყოს აბორტის უფლების გარანტია ფუნდამენტური უფლებების ქარტიაში.

როგორც Reuters-ი იუწყება, მაკრონი სიტყვით გამოვიდა პარიზში გამართულ ცერემონიაზე, სადაც იუსტიციის მინისტრმა ერიკ დიუპონდ-მორეტიმ მრავალსაუკუნოვანი პრესა საფრანგეთის კონსტიტუციაში აბორტის უფლების ჩასაწერად გამოიყენა.

„დღეს არ არის ისტორიის დასასრული, არამედ ბრძოლის დასაწყისია. ჩვენ ვაპირებთ გავუძღვეთ ამ ბრძოლას ჩვენს კონტინენტზე, ჩვენს ევროპაში, სადაც რეაქციული ძალები უტევენ ქალთა უფლებებს, ვიდრე უმცირესობების უფლებებს დაესხმებიან თავს.

სწორედ ამიტომ, მსურს აბორტის გარანტირებული თავისუფლება ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიაში ჩაიწეროს“, – განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აბორტი კონსტიტუციურ უფლებად აქცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები