ზელენსკი: თურქეთის ძალისხმევით სერიოზულ ჰუმანიტარულ შედეგებს მივაღწიეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთის ძალისხმევის წყალობით, მათ სერიოზულ ჰუმანიტარულ შედეგებს მიაღწიეს.

სტამბოლში თავის თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ზელენსკიმ მას და თურქ ხალხს კიევის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 8 მარტს, დელეგაციასთან ერთად ჩავიდა, რომელშიც უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვიც იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები