ისლანდიის პრეზიდენტი – ირაკლი კობახიძეს: მადლობა შესანიშნავი დისკუსიისა და სტუმართმოყვარეობისთვის
ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სტუმართმოყვარეობისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა, პრემიერ-მინისტრო, შესანიშნავი დისკუსიისა და სტუმართმოყვარეობისთვის. სასიამოვნო იყო საქართველოს გაცნობა და ისლანდია-საქართველოს თანამშრომლობის მთელი მომავალი პოტენციალის დანახვა, მათ შორის განახლებადი ენერგიის სფეროში. დასამახსოვრებელი პირველი ვიზიტი იყო და ის არ იქნება ბოლო“, – წერს ისლანდიის პრეზიდენტი X-ზე.
Thank you, Prime Minister, for the excellent discussion and hospitality. It has been a pleasure to get to know Georgia and see all the future potential in 🇮🇸 🇬🇪 cooperation, not least in the field of renewable energy. A memorable first visit, and it won't be my last. https://t.co/N3EnAl5YhG
— President of Iceland (@PresidentISL) March 7, 2024