მამუკა მდინარაძე: პაატა მანჯგალაძეს 40% რას ეყოფა? ცოტაა
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას აფასებს.
მდინარაძის შეფასებით, ოთხი ნომრის ირგვლივ გაერთიანება აღსანიშნავი ამბავია, თუმცა, რეალურად, ყველა მათგანი “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს.
„პაატა მანჯგალაძეს 40% რას ეყოფა? ცოტაა. თუ ამბობს, ბარემ თქვას 50, 60, 70 პროცენტი. 40 პროცენტი რატომ უნდა თქვას? ოთხი ნომრის ირგვლივ გაერთიანება აღსანიშნავი ამბავია, სინამდვილეში, ისინი ყველანი 5 ნომერს წარმოადგენენ, ოღონდ სხვადასხვა პარტიაში გადაბარგებულ-გადმობარგებულები. შესაკრებთა გადანაცვლებით აქ ჯამი ნამდვილად არ იცვლება. ეს ის შემთხვევაა, როცა ხუთიანი არის მძიმე დაღი ყველა მათგანისათვის“, – თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, საპარლამენტო არჩევნებზე 40%-ს აიღებს.