პრეზიდენტი – სააკაშვილის შეწყალებაზე: ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან მოდის წინადადებები, ზეწოლები, ჩარევები არ „მოსულა“

მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რითაც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხში ჩარევები არ „მოსულა“.

„მიდის საზოგადოების დარწმუნება, არ ვიცი რატომ, რომ მე რაც ვთქვი, ის არ ითვლება და თურმე ჩემზე კარგად იცის ყველამ, რას ვაპირებ და რას – არა. ერთხელ ნათქვამი მაქვს და არ მჩვევია გამეორება – ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება. არა მხოლოდ აქ, არამედ გარეთაც მითქვამს, ახლახან ლონდონშიც ხაზგასმით ვთქვი, რადგან მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები. ვთქვი, რომ არცერთი ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, არც შიდა ზეწოლის, არც გარე ზეწოლის. ჩარევები ამ საკითხში არ „მოსულა“. ჩემს ნათქვამს რომ დავუბრუნდე და არა ჩემი ნათქვამის ინტერპრეტაციას, „მაგრამ“ არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები