ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენმა გერმანელმა მეგობრებმა თუ არ იციან ადეიშვილის დანაშაულების შესახებ, მაშინ ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით
“ჩვენ აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია ჩვენს გერმანელ მეგობრებთან, რომ მომავალში ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ბუნდესტაგში ყოფილი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხისთვის ადეიშვილის ნახვა გერმანიის ბუნდესტაგში მიუღებელია.
„თუ მათ არ იციან ადეიშვილის ვინაობის და მისი დანაშაულების შესახებ, მაშინ ჩვენ ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით მათ და რომ ქართველი ხალხისთვის მიუღებელია მისი ნახვა გერმანიის ბუნდესტაგში, საპატიო სტუმრების ლოჟაში, თუნდაც უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურის შემადგენლობაში“, – აღნიშნა სამხარაძემ.