როგორ შევიძინოთ ჭურჭელი იაფად?
ჭურჭლის განახლება ყველა დიასახლისის საყვარელი საქმეა. თუმცა, სად შევიძინოთ ხარისხიანი და ლამაზი ჭურჭელი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად – ეს ნამდვილად დიდი გამოწვევა.
იმისთვის, რომ ძვირი არ გადაიხადოთ იმ ნივთებში, რისი შეძენაც გაცილებით იაფადაა შესაძლებელი, გასწავლით თქვენი სურვილების ასრულების კომფორტულ და ბიუჯეტურ გზას.
ლილო მოლის არსებობისა და იქ არსებული თვალუწვდენელი პროდუქციის შესახებ, რომელთა შეძენაც ძალიან ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი, ალბათ ბევრს სმენია, თუმცა, ჩვენი მოუცლელობის, უდროობის და ხანდახან სიზარმაცის გამო, უმრავლესობას „ლილოში“ წასვლა ეზარება ან ვერ ახერხებს.
სწორედ ამიტომ შეიქმნა ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის ლილო მოლის ონლაინ მაღაზია liloshop.ge, სადაც ზუსტად რომ „ლილოს ფასებშია“ წარმოდგენილი ყველა ის ნივთი, რისი ყიდვაც ადგილზე შეიძლება, მათ შორისაა ჭურჭელიც.
ლილოშოპი გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ ჭურჭელი სახლიდან გაუსვლელად. საიტზე შესვლისთანავე შეგიძლიათ გადახვიდეთ სახლი, აგარაკი, რემონტის კატეგორიაში და თქვენ წინ გადაიშლება ჭურჭლის უდიდესი არჩევანი.
მარტივი ინტერფეისი და კატეგორიებად დალაგებული პროდუქტები დაგეხმარებათ სწრაფად იპოვოთ სასურველი ნივთები დაღლისა და მგზავრობის გარეშე.
ქვაბები, ტაფები და მათი თავსახურები ერთ კატეგორიაში ერთიანდება და წარმოადგენს ყველანაირი მასალის, ფერის მახასიათებლის ქვაბებს და ტაფებს, როგორც კომპლექტში, ასევე ცალობაში.
დანები, ჩანგლები, კოვზებიც ცალკე კატეგორიაა, სადაც აუცილებლად იპოვით სასურველ ნივთებს როგორც ყოველდღიურობისთვის, ასევე სერვირებისთვის.
აქვეა თეფშები, ჩაიდნები, თერმოსები, ბოთლები და კიდევ უამრავი რამ, რაც შეიძლება ოჯახში დაგჭირდებთ.
რაც შეეხება სამზარეულოს ისეთ აქსესუარებს, როგორიცაა დაფა, სილიკონის გასაბრტყელებელი, სახეხი, ნივრის საჭყლეტი, ჩამჩების ნაკრები, საცხობი ფორმები, კრემის წასასმელი ნიჩაბი და.ა.შ. ლილოშოპზე იმდენად იაფად ნახავთ, რომ ყიდვისგან თავს ნამდვილად ვერ შეიკავებთ.
რაც შეეხება მიტანის სერვისს, მას შემდეგ რაც შეარჩევთ პროდუქტებს, მოათავსებთ კალათში და გადახვალთ გადახდის მეთოდზე, გექნებათ საშუალება აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ანგარიშსწორების ტიპი:
• ბარათით გადახდა
• საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა
• ნაღდი ფულით ანგარიშსწორება კურიერთან
• ან განვადება საჭიროების შემთხვევაში
შეკვეთილ ნივთს თბილისის მასშტაბით მიიღებთ 2-3 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონში 3-5 სამუშაო დღეში. გაითვალისწინეთ, რომ თუ შეკვეთის ღირებულება 50 ლარს სცდება, ამ შემთხვევაში მიწოდება თბილისში უფასოა, ასე რომ ნუ შეიზღუდებით, იშოპინგეთ თავისუფლად ლილოშოპზე და განაახლეთ სამზარეულოს ინვენტარი.
ალბათ გაინტერესებთ, რა მოხდება თუ პროდუქტი დაზიანდება ტრანსპორტირების დროს, ასეთ ვითარებაში პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა შეგიძლიათ 14 დღის განმავლობაში, ოღონდ თავად უნდა გაუგზავნოთ ლილოშოპს შეძენილი ნივთი.