რატი იონათამიშვილი: ვეტოს დავძლევთ

მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს.

მისი თქმით, პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს.

„ჩვენ ვეტოს დავძლევთ. ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს. როგორც ჩანს ამას კონკრეტული ამოცანები გააჩნია, მაგრამ ცხადია, ამ ამოცანებს შესრულება არ უწერია“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები