გია ვოლსკი – ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ყოფნაზე: როდესაც საქმე ეხება პარტნიორ ქვეყანას, ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც უპატივცემულობა და დიპლომატიური ეთიკის დარღვევა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა.
„მტკიცებულება უამრავია, წარდგენილია და ყველამ ყველაფერი იცის. აქ არსებობს უკრაინის ფაქტორი, რომელსაც ვერც ერთ განზომილებით ვერ დაუპირისპირდება ბუნდესტაგი, გერმანია და ამ შემთხვევაში, ალბათ, ჰქონდათ კიდეც მსჯელობა ამ საკითხებთან მიმართებით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება კანონის აღსრულებას და საქართველოს პარტნიორ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც უპატივცემულობა და ელემენტარული პოლიტიკური, დიპლომატიური ეთიკის სერიოზული დარღვევა“, – განაცხადა ვოლსკიმ.