მამუკა მდინარაძე: „ქართულ ოცნებას“ იმიგრაცია-ემიგრაციის დადებითი სალდო აქვს

„ქართულ ოცნებას“ იმიგრაცია-ემიგრაციის დადებითი სალდო აქვს. ანუ, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი შემოვიდა 2012 წლის შემდეგ, ვიდრე გავიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„2012 წლამდე 250 000 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. ანუ, უარყოფითი სალდო გვქონდა. ეს არის მარტივი მონაცემი. საბოლოოდ, ეს ყველაფერი რიცხვებამდე მიდის. ვიღაც გადის, ვიღაც შემოდის. დიახ, ვიღაც გაჭირვების გამო გადის. მე ვიცი ბევრი ადამიანი, რომელმაც ვერ იკმარა შემოსავალი და ამის გამო გავიდა. ეს არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ ბუნებრივი პროცესი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები