მამუკა მდინარაძე: ობიექტურად, გამორიცხულია არჩევნების ლეგიტიმაციას რაიმე საფრთხე შეექმნას
“ობიექტურად, გამორიცხულია არჩევნების ლეგიტიმაციას რაიმე საფრთხე შეექმნას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
სუბიექტურად კი, მდინარაძის თქმით, ოპოზიციას მცდელობა ექნება, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
“ობიექტურად, გამორიცხულია არჩევნების ლეგიტიმაციას რაიმე საფრთხე შეექმნას, სუბიექტურად შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ იყოს მსგავსი მცდელობა. მცდელობა შეიძლება, იყოს, მაგრამ გამორიცხულია, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პრობლემები იყოს.
მცდელობა, რა თქმა უნდა, იქნება და ეს იქნება ძალიან სუბიექტური. ეს უკვე დაწყებული აქვს ოპოზიციურ ტელევიზიებს, “ნაცმოძრაობას”, ხაზარაძეს, იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – აღნიშნა მდინარაძემ.