არჩილ თალაკვაძე – ადეიშვილზე: დადგება დრო, როცა ეს ადამიანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგება

“ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, როცა ადეიშვილი, რომელიც არის მსჯავრდებული, ჩნდება საერთაშორისო ფორმატებში. ამასთან დაკავშირებით ჩვენს კოლეგებთან გვექნება კომუნიკაცია”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნის ფაქტს.

მისივე თქმით, დადგება დრო, როცა ადეიშვილი მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.

„როგორც უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, გული მწყდება, რომ უკრაინას ასეთი მძიმე ბიოგრაფიის მქონე ადამიანი წარმოადგენს. მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, როცა ადამიანი, რომელიც არის მსჯავრდებული და რამდენიმე საქმეზე დამატებით ბრალდებული, ჩნდება საერთაშორისო ფორმატებში, როგორშიც ჩვენ ვიხილეთ. ამასთან დაკავშირებით კოლეგებთან გვექნება კომუნიკაცია. აუცილებლად დადგება დრო, როცა ეს ადამიანი მძიმე დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები