მამუკა მდინარაძე: იმ მოწინავე ქვეყნებს შორის ვართ, რომლებსაც მაქსიმალურად აქვთ განეიტრალებული ტერორიზმის საფრთხე

“იმ მოწინავე ქვეყნებს შორის ვართ, რომლებსაც ტერორიზმის საფრთხე მაქსიმალურად აქვთ განეიტრალებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის შესაბამისი სამსახურები კარგად მუშაობენ.

„ბევრი ინდექსის მიხედვით, ჩვენ ვართ მოწინავე რიგებში და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსითაც პირველები ვართ, ოღონდ პირველ ადგილს ძალიან ბევრ ქვეყანასთან ერთად ვინაწილებთ. ეს იმას ნიშნავს მაინც, რომ ვართ იმ მოწინავე ქვეყნებს შორის, რომლებსაც მაქსიმალურად აქვთ განეიტრალებული ტერორიზმის საფრთხე. ყოველგვარი ხმაურის და აფიშირების გარეშე ჩვენი შესაბამისი სამსახურები, სუსი, პოლიცია მუშაობენ ძალიან კარგად და ისე სცილდება ქვეყანას ასეთი საფრთხეები, რომ ამის შესახებ ღია დეკლარირება არ ხდება, შეიძლება ესეც ამ ინტერესში შედიოდეს. მადლობა მინდა ვუთხრა სუსის, პოლიციის ყველა წარმომადგენელს, პირველი პირიდან დაწყებული რიგითი თანამშრომლებით დამთავრებული, რომ ისინი ახერხებენ ასეთი რანგის პრევენციას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები