მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: როდესაც კოალიციაზე ლაპარაკობენ, ისინი გულისხმობენ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას
“როდესაც კოალიციაზე ლაპარაკობენ, ისინი გულისხმობენ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას იმიტომ, რომ არცერთს იმის რეიტინგი არ გააჩნია, რომ ბარიერი გადალახოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციაში დომინანტი “ნაცმოძრაობაა”.
„თუკი სხვა რომელიმე პარტია, ხაზარაძე, გახარია და ა.შ. იბრძვიან, რომ რამენაირად ბარიერს გადააბიჯონ და კოალიციაზე ლაპარაკობენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც, ხომ ყველამ იცის, რომ სამწუხაროდ, დღემდე იქ დომინანტი არის „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად ისინი გულისხმობენ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. კოალიციური ალაგება სხვანაირად თეორიულადაც შეუძლებელია. გახარიას თვითკმარს იმიტომ ეძახიან, რომ გახარია არ უნდა გაიშიფროს, მათი აზრით, რომ არ არის მათთან შეკრული. ამ დროს საკრებულოებში უკვე აქვს კოალიციები დალაგებული „ნაცმოძრაობასთან“. თავხედური პიარია, ხალხზე რა წარმოდგენა აქვთ, რომ ჰგონიათ დააჯერებენ, თითქოს გახარია დამოუკიდებელია“, – აღნიშნა მდინარაძემ.