დავით მათიკაშვილი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია
მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ყველა მიმართულებით გათვალისწინებულია.
მისი თქმით, ოპოზიციას საქმის შინაარსი არ აინტერესებს.
„გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ყველა მიმართულებით, ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით საჭირო და აუცილებელი ცვლილებებით აღიჭურვა ეს კანონმდებლობა. რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, რეალურად მათ საქმის შინაარსი არ აინტერესებთ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის 9 ნაბიჯის შესაბამისად მომზადებული კანონპროექტები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში, პერსონალური მონაცემების დაცვასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებში შესატან ცვლილებებს ეხება, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიმდინარე კვირას გავა.