ალექსანდრე რაქვიაშვილი: პენსიები ყოველ წელს იზრდება, „ლელოს“ მათემატიკასთან ქრონიკული პრობლემა რომ აქვს, ეს ისედაც ცნობილია
პენსიები ტექნიკურად ყოველ წელს იზრდება, „ლელოს“ მათემატიკასთან ქრონიკული პრობლემა რომ აქვს, ეს ისედაც ცნობილია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბოლო პერიოდში „ლელოს“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს.
„ჯერ იყო, „ქართულმა ოცნებამ“ კანონი მიიღო ანაზღაურებად სტაჟირებაზე და „ლელომ“ გაიმეორა. პენსიები ყოველ წელს ინდექსირდება ინფლაციის ოდენობაზე, შეიძლება ის არ იყოს რაც ზოგადად გვინდა, მაგრამ ტექნიკურად ყოველ წელს იზრდება, ამიტომ, როგორც ჩანს ეს გარემოებაც მოსწონს ხაზარაძეს. „ლელოს“ მათემატიკასთან ქრონიკული პრობლემა რომ აქვს ეს ისედაც ცნობილია“, – აღნიშნა დეპუტატმა.