დავით მათიკაშვილი: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ საზოგადოება დაცული იყოს ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან
მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ საზოგადოება ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცული იყოს.
“იყო მოწოდება, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს ეს საკითხი, ჩაერთოს კანონპროექტის შემუშავებაში. არც ერთ პოლიტიკურ ძალას გამბედაობა არ აღმოაჩნდა, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადმოედგა ამ კუთხით.
რა თქმა უნდა, საკანონმდებლო რეგულაციები იქნება შემუშავებული და ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ საზოგადოება დაცული იყოს ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან“, -აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან” დაიცავს.