კალიფორნიაში წვეულებაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიის შტატში, კინგ-სითიში წვეულებაზე სროლას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოლიციის ცნობით, 3 მარტს სახლთან, სადაც წვეულება იმართებოდა, ვერცხლისფერი Kia გაჩერდა, საიდანაც 3 მამაკაცი გადმოვიდა და მათ სახლის ეზოში “მყოფი პირების მისამართით სროლა დაიწყეს”.

„ეჭვმიტანილები მანქანაში დაბრუნდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ მუქი ფერის ტანსაცმელი ეცვათ, ასევე, ნიღბები ეკეთათ. მათი ვინაობა დადგენილი არ არის“, – ნათქვამია პოლიციის ინფორმაციაში.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფომ სამი მამაკაცი გარდაცვლილად გამოაცხადა, ხოლო ერთი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მოგვიანებით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები