მაია ბითაძე: ძაღლი არ არის სათამაშო, მისი ყოლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„კანონპროექტი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ჩვენ მკაცრად გავაკონტროლოთ კერძო საკუთრებაში მყოფი ძაღლების გამრავლების საკითხი, რადგან სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ქუჩაში გვყავს აურაცხელი რაოდენობის მიუსაფარი, თუ მიკედლებული ცხოველი.
კანონპროექტის დაინიცირებამ ძალიან თვალნათლივ დაგვანახა, რომ გამომდინარე არარეგულირებადი სფეროდან, არსებობს ძალიან ბევრი კერძო ე.წ. შავი ინტერესი, რომელიც ცდილობს არ იყოს კანონი მიღებული.
ყველას ვპირდები, რომ კანონპროექტი აუცილებლად დამტკიცდება და რამდენიმე წელიწადში ყველა ერთად ვიამაყებთ იმით, რომ ძაღლი არ არის სათამაშო და მისი ყოლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ბითაძემ “ქრონიკასთან” საუბრისას.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.