ყირგიზეთში 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ყირგიზეთის ჩრდილოეთით 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის სეისმოლოგიის ინსტიტუტი ავრცელებს.
დაზუსტებულია, რომ მიწისქვეშა ბიძგები ბიშკეკიდან 190, ხოლო ქალაქ ჩოლპონ-ათიდან 35 კილომეტრში იყო.
ამავე პერიოდში, მიწისძვრა დაფიქსირდა ჩინეთის ტერიტორიაზე და ყაზახეთში, ჩინეთში – 5,1 მაგნიტუდა, ხოლო ალმათიდან 35 კილომეტრში – 6,1.