გურამ მაჭარაშვილი: უკვე ბავშვების ფსიქოლოგიაში შეაღწიეს – ლგბტ აღლუმებში აღებინებენ მონაწილეობას – ბუნებრივია, საქართველოში ამ პროპაგანდას არ დავუშვებთ

„ვხედავთ, რა საფრთხეები აქვს ლგბტ პროპაგანდას. უკვე ბავშვების ფსიქოლოგიაში შეაღწიეს – ლგბტ აღლუმებში აღებინებენ მონაწილეობას. ბუნებრივია, საქართველოში ამ პროპაგანდას არ დავუშვებთ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის დუმილი მიმანიშნებელია იმის, თუ როგორი იქნება მათი წინასაარჩევნო რიტორიკა.

“ოპოზიცია დუმს, ეს ნიშნავს იმას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათი რიტორიკა იქნება, რომ ლგბტ პროპაგანდა იყოს ქვეყანაში, ჩვენი რიტორიკა ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, იქნება ქართული ტრადიციების დაცვა, ანუ „არა ლგბტ პროპაგანდას“. ამაზე ოპოზიცია ამბობს, რომ „დიახ ლგბტ პროპაგანდას“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები