ბულგარეთმა რუსულ ნავთობზე უარი ვადის ამოწურვამდე თქვა
ბულგარეთი დღეიდან რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე უარს ამბობს. ის იყო უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც 2023 წელს, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შემდეგ, რუსული ბარელების მიღებას ზღვით აგრძელებდა.
ამის შესახებ Novinite წერს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა ბულგარეთს რუსული ნავთობის მიღებაზე შეღავათი 2024 წლის ბოლომდე დაუწესა, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ვადაზე ადრე მიიღო.
შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო.
2023 წლის ბოლოს ბულგარეთი რუსეთიდან ყოველდღიურად 200 ათას ბარელ ნავთობს ყიდულობდა.